Sunday, June 21, 2015

რა არის პროექტი?
პროექტის მართვა (ინგლ. Project Management) - წარმოადგენს აკადემიურ დისციპლინას, რომელიც უზრუნველყოფს დროითი, ადამიანური და მატერიალური რესურსების დაგეგმვას, ორგანიზებას, უსაფრთხოებასა და მართვას, რათა წარმატებით შესრულდეს პროექტის მიზნები
პროექტი (ინგლ. Project) - კლიენტის მოთხოვნების შესრულებისათვის შექმნილი კომპლექსური, არარუტინული, ერთჯერადი საქმიანობა, რომელიც შემოსაზღვრულია დროით, ბიუჯეტით, რესურსებით და ტექნიკური მახასიათებლებით.

ისტორია
პროექტის მართვის მეთოდოლოგიები ჯერ კიდევ ადრეულ ცივილიზაციაში ჩაისახა. XX საუკუნემდე პროექტების მართვა ძირითადად იმართებოდა უშუალოდ პროექტებზე პასუხისმგებელი პირების (პროექტის მენეჯერების) მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიების მიხედვით. ასეთ მაგალითებად შეგვიძლია განვიხილოთ ძველი რომაელი მწერალი, არქიტექტორი და მეცნიერი ვიტრუვიუსი (ძვ.წ. I საუკუნე), ინგლისელი არქიტექტორი ქრისტოფერ ვრენი (1632–1723), შოტლანდიელი მშენებელ-ინჟინერი და არქიტექტორი თომას თელფორდი (1757–1834) და ინგლისელი მშენებელ-ინჟინერი ისამბარდ კინგდომ ბრუნელი (1806–1859).
თანამედროვე პროექტის მართვის ერა იწყება XX საუკუნის 50-იანი წლებიდან.

პროექტის მართვის მეთოდები

პროექტის მართვის პროცესში  აუცილებელია შემუშავდეს:
1. რა ტიპის პროექტის  წარბმოებას აპირებს  კომპანია?
2.როგორია პროექტის  დამკვეთის სურვილი?
3.რა სამუშაოს  შესრულება ევალება გუნდის წევრებს ?
4.რა რესურსებია  საჭირო პროექტის განხორციელებისათვის
5. რა დრო ესაჭიროება  სამუშაო  გუნდის  წევრებს პროექტის             დასრულებისათვის?
6.როგორ უნდა  განიხილოს,განსაზღვროს და გადაჭრას საპროექტო  კომპანიამ და გუნდის  წევრებმა  არსებული ,ან მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემები?

პროექტის ხელმძღვანელის 5 ნიშანი:
1.ლიდერი.
2.სტრატეგიული აზროვნება.
3.ანალიტიკური უნარი.
4.ორგანიზაციული უნარჩვევები.
5.კომუნიკაციის/მოლაპარაკებების წარმართვის უნარი.

პროექტის  ხელმძღვანელის როლი:
ლიდერი- აყალიბებს ხედვას და ახალ მიდგომებს,შთააგონებს ადამიანებს  და ახდენს ენერგიის სტიმულირებას.
ხელმძღვანელი-წარმოადგენს ორგანიზაციას დონორებთან მიმართებაში
თავმჯდომარე-უძღვება სხდომებს განხვილვებს და სხვ.
ტრენერი-ეხმარება გუნდის წევრებს განავითარონ უნარ-ჩვევები.

პროექტის  მართვის ფაქტორები:
პროექტის განხორციელების ეტაპების სრულყოფილი ცოდნა საკმარისი არ არის პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის.ამისათვის პროექტის  ხელმძღვანელმა  რამდენიმე  მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოს,რომლებიც ნებისმიერი წარმატებული პროექტის საფუძველი და პროექტის მართის სისტემის განუყოფელი ნაწილია.პროექტის წარმატებას  ბევრი სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს,მაგალითად :პრობლემის სწორი განსაზღვრა,ეფექტური დაგეგმვა,რეალისტური ვადების დაწესება  და სხვ.თუმცა პროექტის  წარმატებით განხორციელების ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა სამუშაო ჯგუფის სწორად  შერჩევა  და მართვა.

პროექტის მართვის ეტაპები
1.საჭიროების /პრობლემის განსაზღვრა-წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული ის საჭიროება თუ პრობლემა,რომლის გადაჭრას და მოგვარებასაც ემსახურება პროექტი.
2.პრობლემის მოგვარების გზების შემუშავება-კონკრეტული პრობლემის გადაჭრის მრავალი გზა შეიძლება  არსებობდეს ,ამდენად ,აუცილებელია  იმ ერთი გზის პოვნა ,რომლის საშუალებითაც  პროექტზე მომუშავე  გუნდი ყველაზე ეფექტურად შეძლებს  სასურველი შედეგების მიღწევას.მნიშვნელოვანია ,წინასწარ განისაზღვროს,ვინ იმუშავებს კონკრეტულ პროექტზე,შეუძლია თუ არა ერთ პიროვნებას,განახორციელოს მთელი  პროექტი,თუ აუცილებელია იქნება ჯგუფის შექმნა.
3.პროექტის დაგეგმვა-დაგეგმვა გულისხმობს  ისეთ შეკითხვებზე  პასუხის  გაცემას,როგორიცაა:რა უნდა გაკეთდეს ,ვის მიერ,რამდენად,როგორ,როდის და ა.შ ეს პროცესი ძალზე მნიშვნელოვანია ,რადგან,თუ ადამიანებს კონკრეტულად  არ ეცოდინებათ,რა არის განსახორციელებელი,ნაკლებად  არის შესაძლებელი,რომ მათ პრობლემის გადაჭრის  კუთხით რაიმე შედეგს მიაღწიონ.
4.გეგმის განხორციელება- გეგმის შემუშავების  შემდეგ საჭიროა  განხორციელება.საინტერესოა ის ფაქტი ,რომ ხშირად ადამიანები  დიდ  ენერგიას  ხარჯავენ გეგმის შემუშავებაში,თუმცა  ვერ  ახერხებენ  მის  სათანადოდ განხორციელებას.თუ გეგმა არ განხორციელდა ,თავად დაგეგმვის  პროცესი ნამდვილად  აზრს კარგავს.
5. მონიტორინგი და კონტროლი-გეგმის  შემუშავების  ძირითადი  მიზანია  სასურველი  შედეგის  მიღწევა.მაგრამ თუ არ მოხდება განხორციელების პროცესისა და შედეგის  მონიტორინგი ,მაშინ ნაკლებად შესაძლებელი იქნება  საბოლოო წარმატების მიღწევა.თუ მოხდება წინასწარ შემუშავებული გეგმიდან გადახვევა ,საჭიროა განისაზღვროს  მდგომარეობის  გამოსწორების გზები.ხოლო თუ ეს შესაძლებელია ,მაშინ არსებული  სიტუაციის გათვალისწინებით გეგმაში ცვლილებები უნდა შევიდეს.
6.პროექტის დასრულება -სასურველი მიზნის მიღწევასთან  ერთად პროექტიც სრულდება,მაგრამ საჭიროა საბოლოო ნამიჯის გადადგმა..ამ ეტაპზე ყურადღება უნდა გამახვილდეს ისეთ კითხვებზე ,როგორიცაა: რა განხორციელდა წარმატებით? რა უნდა გაუმჯობესდეს? რა ახალი  ცოდნა და უნარ-ჩვევები შევიძინეთ?

პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფები
პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფა წარმოადგენს პროექტის მართვისთვის საჭირო პროგრამული ინსტრუმენტების ნაკრებს, რომლებიც განკუთვნილია პროექტის რესურსების დაგეგმვის, ორგანიზების, მართვისა და რესურსების შეფასებისთვის. პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექსურობის მიხედვით, მისი კომპონენტები შეიძლება ეხებოდეს პროექტის განხორციელების პროცესის შეფასებას და დაგეგმვას, განრიგის შექმნას, ხარჯების კონტროლს და ბიუჯეტის მართვას, რესურსების განაწილებას, თანამშრომლობის პროცესის მართვას, კომუნიკაციას, გადაწყვეტილებების მიღებას, ხარისხის მართვას, დოკუმენტაციას თუ ადმინისტრაციულ სისტემებს. ამჟამად არსებობს პროექტების მართვის მრავალი კომპიუტერული სისტემა, რომლებიც სხვადასხვა სახის ბიზნეს საქმიანობაში გამოიყენება. პროექტის მართვის პროგრამული უზრუნველყოფების სახით შეიძლება განვიხილოთ როგორც მაღალი რანგის სისტემა Мicrosoft Project, ისე Microsoft Excel-ის მარტივი ცხრილები.
პროქტის შეფასება
პროექტის შეფასების მიზანია ,განისაზღვროს,რამდენად სრულყოფილად და წარმატებით შეძლო პროექტმა  დასახული მიზნის მიღწევა.შეფასება პროექტის განხორციელების ბოლო ეტაპია .შეფასება გამოიყენება პროექტის  სირთულეებისა და პრობლემების გამოსავლენად:მისი მეშვეობით ხდება არსებული სიძნელეებისა და მათი გამოსწორების გზების გამოვლენა.
ფორდ მუსტანგი
მე-20 საუკუნის საავტომობილო ისტორიის ყველაზე  წარმატებული პროექტია
.

60-იან წლებში  ამერიკა გატაცებული იყო სპორტული მანქანებით.ამ პერიოდში „ფორდი“ დაღმავალი გზით მიექანებოდა...ბევრი ექსპერტი მას დაღუპვასაც უწინასწარმეტყველებდა  და აი ლი იაკოკას გენიალურმა გადაწყვეტილებამ კორპორაციის ბედი  დიამეტრულად  შემოატრიალა.საბაზრო  სიტუაციის შეცვლის  იმედით  კორპორაციამ გადაწყვიტა ისეთი სპორტული  მოდელის შემუშავება ,რომელიც მყიდველთა განწყობას  სადემონსტრაციო დარბაზიდანვე  მოიპოვებდა ია კოკა მარკეტოლოგი  იყო და  არა ფინანსისტი,მან იცოდა რომ ახალი სპორტული მანქანა შეძლებდა მომხმარებელთა გულების მოგებას.1964 წელს ფორდმა  ბაზარზე გამოუშვა  სპორტული  მოდელი მუსტანგი რომლის ფასი  2368$ შეადგენდა ,რომელმაც პირველივე  წელს გაყიდვებით კორპორაციულ რეკორდს გადააჭარბა.
მაინც რა იყო ლის გადაწყვეტილებაში გენიალური ?
მიუხედავად იმისა რომ უკვე დიდი ხანია მენეჯერები ხარჯებიდან ფასის გამოყვანის მეთოდის ნაკლზე საუბრობენ ,დღესაც კომპანიების უმრავლესობა  ამ მეთოდს იყენებს.მარტივია : დათვალე  ერთეული პროდუქციის ხარჯი ,დაუმატე მარჟა  და ფასიც მიღებულია...
დასკვნა

პროექტის  მართვა  ისეთი კომპონენტების  ერთობლიობაა,როგორიცაა კონტროლი,ლიდერობა,ჯგუფური მუშაობა,რესურსების მართვა  და ა.შ ანუ  ყველაფერი ის ,რაც წარმატებული პროექტის განუყოფელი ნაწილია.ხოლო პროექტი ნათლად ჩამოყალიბებული  ამოცანების შესასრულებელი საქმიანობების ერთობლიობა,რომელსაც აქვს დასაწყისი და დასასრული.პროექტის მართვის  მთავარი ამოცანაა,მიღწეული იქნას პროექტის  მიზნები გარკვეული შეზღუდვის პირობებში .ეს შეზღუდვები  ძირითადად თავს იყრის შემდეგ სამ მახასიათებელში:დრო,ბიუჯეტი და პროექტის არსი.


powerpoint.file
word.file